მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარიას დაპირება პანკისელებს: ჰესს მოსახლეობის 90% რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება

5cbc708adbdfd
თელარა გელანტია
21.04.19 17:29
744
მინისტრებსა და პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ მგიორგი გახარიამ ადგილობრივებთან გააკეთა კომენტარი და პანკისის ხეობის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა.

„ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობებს არ შეეფერება. დღეს არ ვაპირებთ მტყუვნის და მართლის ძებნას. ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა. უხუცესებთან ვისაუბრეთ, რომ ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ ლაპარაკს. თუ ვინმემ დაარღვია კანონი ან არ დაარღვია, ეს ცალკე ლაპარაკის თემაა... რაც შეეხება ჰესს, ჰესის მშენებელი კომპანია გააგრძელებს ლაპარაკს და როგორც შეთანხმდებიან მოსახლეობასთან, ისე გაგრძელდება ყველაფერი. ოღონდ ერთი რამე უნდა იცოდეთ, ქვების სროლა გამოსავალი არ არის, ისე უნდა გაგრძელდეს ყველაფერი, როგორც ჩვენს ძმობას შეეფერება; თუ რაიმე კითხვა გაქვთ ჩემთან, აქ ვარ და გიპასუხებთ... ჰესს მოსახლეობის 90% რომ დაუჭერს მხარს მაშინ აშენდება. მე ჰესის გამო არ ამოვსულვარ აქ. მე აქ ამოვედი იმიტომ, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს... თითეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ, ვინ ვის რა ესროლა“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოყვა. მათ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს ქვები და ხელკეტები დაუშინეს. მოგვიანებით, ადგილზე მივიდა სპეცრაზმიც.

დაპირისპრების შედეგად, სამედიცინო დახმარების გაწევა 27 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 15 სამართალდამცველია.

ადგილობრივებმა ინვესტორი კომპანიის ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები