მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას დავალება კლინიკებმა შეასრულეს - "ველოდებით, როდის დაგვიძახებს ჯანდაცვის სამინისტრო"

5dea77f0e7f78
თამუნა ქემერტელიძე
06.12.19 20:00
3591
“პრემიერის დავალება შევასრულეთ და ოპერატიულად ვაქვეყნებთ ის სიას, რომელიც მზად არის სამუშაო რეჟიმში გადავიდეს”,-ამის შესახებ განცხადება bm.ge-სთან კლინიკა”თბილისის გულის ცენტრის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ გააკეთა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი მზადაა დაიწყოს ტარიფებზე მუშაობა და გადაიხედოს ის კაზუსები, რომლებიც მთავრობის 520-ე დადგენილებაშია. აღნიშნული დადგენილებით მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს ტარიფები გაუთანაბრა, რასაც სამედიცინო დაწესებულებები არ ეთანხმებიან. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე კვირაში სამედიცინო დაწესებულებები საქართველოს პრემიერს შეხვდნენ და ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

“პრემიერის დავალება იყო მინისტრის მიმართ და ჩვენც იგივე გვითხრა - ჩვენი მხრიდან სამუშაო ჯგუფი შევქმენით და როგორც კი სამინისტრო დაგვიძახებს მზად ვართ მუშაობისთვის. ჩვენი თხოვნაა, რომ ამ სამუშაო ჯგუფში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებიც მონაწილეობდნენ და ბიზნესომბუდსმენიც. მათ გვთხოვეს, რომ ყველას ვერ შეგვხვდებონენ და ჩვენც შევქმნით 10-კაციანი სამუშაო ჯგუფი”-აცხადებს ჩუხრუკიძე.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, ის ასე გამოიყურება:

გელა კვარაცხელია - კლინიკა “ჰელსიკორი”

სოსო აბულაძე - კლინიკა “ღია გული”

ოთარ ყურაშვილი - კლინიკა TIM

დავით მიქელთაძე - კლინიკა “ღია გული”

გუგა რამიშვილი - კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსი”

შალვა რცხილაძე - “ხეშინაშვილის სახ. საუნივესიტეტო კლინიკა”

ვახო კალოიანი - “ნიუ ჰოსპიტალსი”

ზვიად ბახუტაშვილი - კლინიკა “ჩაფიძის გულის ცენტრი”

ალეკო ალადაშვილი- კლინიკა “ჩაფიძის გულის ცენტრი”

გიორგი პაპიაშვილი - “ჯო ენის სამედიცინო ცენტრი”

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები