გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ვიცეპრემიერები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქნებიან. ამის შესახებ გახარიამ რამდენიმე წუთის წინ დაწყებულ მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომელიც მისი მეთაურობით ტარდება.
გახარიას თქმით, ცქიტიშვილი და წულუკიანი გუნდის ძველი და გამოცილი წევრები არიან.
პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს დილითს 10:00 საათზე გაიმართება.
მან ასევე მოუწოდა მინისტრებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომუნიკაციისკენ.
გახარიამ წარმატება უსურვა მთავრობის ახალ შემადგენლობას, განსაკუთრებით კი კაბინეტში დაბრუნებულ ახალ წევრებს: თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

























