მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარიას მოადგილე TBC-ზე კიბერშეტევაზე: ეს არაა რიგითი საქმე

5c8f84ba1afa2
BM.GE
18.03.19 15:43
1595
ეს არ გახლავთ რიგითი საქმე, საკმაოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ამ საქმეზე ჩასატარებელი," - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს გამოძიება გაჭიანურებულია. ეს არ გახლავთ რიგითი საქმე, საკმაოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ამ საქმეზე ჩასატარებელი. არაერთხელ ვთქვით, რომ ამოღებულია შესაბამისი კომპიუტერები და დაცული ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს. როგორც კი გვექნება კონკრეტული შედეგები, გვექნება ექსპერტიზის პასუხები, საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ," - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე: არიან თუ არა აღნიშნულ საქმეზე დაკითხულები, შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გამოკითხვაც და სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარებულია.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები