მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გახარიას წერილზე" ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ლონდონიდან ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ მიუღიათ

5cc807788447e
თამუნა ქემერტელიძე
30.04.19 12:27
1686
„TBC ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ლონდონიდან ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ მიუღიათ, - ამის შესახებ Bm.ge-ის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა და დასძინა, რომ „კონკრეტული ვადები არ არსებობს და ჯერ მოლოდინის რეჟიმში არიან“.

როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემ ლონდონში ექსპერტიზაზე ე.წ. „გახარიას წერილი“ მიმდინარე წლის მარტში გააგზავნა; კერძოდ, საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის დახმარებით მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, ლონდონში ე.წ. „გახარიას წერილის“ ექსპერტიზა მხოლოდ თითის ანაბეჭდების აღმოსაჩენად ტარდება.

გარდა ამისა, ზვიად კორძაძის თქმით, ლონდონიდან პასუხი ჯერ არც 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის სასამართლო ექსპერტიზის თაობაზე მიუღიათ.

საქმე იმაშია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით, ლონდონში ასევე მიმდინარეობს სასამართლო ექსპერტიზა, რომელიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება.

“ჩვენი ინიციატივით, ბადრი და მამუკას ინიციატივით, ჩვენ მოვითხოვეთ ლონდონში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება იმ ტრანზაქციებზე, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და გავატანეთ ჩვენი ყველა ამონაწერი კერძო. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ პრაქტიკულად, პროკურატურამ ჩვენ გამომოგვკიდა ჰაერში“, - განაცხადა მამაუკა ხაზარაძემ გადაცემა „Forbes კვირაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები