მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახდებიან თუ არა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საგარანტიო ფონდის აქციონერები

5afe891a289ad
სალომე მეცხვარიშვილი
18.05.18 12:02
734
ეკონიმიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი საგარანტიო ფონდი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შეუერთდება თუ დამოუკიდებლად გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ მან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მან ფინანსურ პარტნიორებს საგარანტიო ფონდის დეტალები გააცნო.

"რამდენად შესაძლებელია, რომ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მანდატი გაიზარდოს, ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ. ექსპორტის საკრედიტო სააგენტო ზოგიერთ ქვეყანაში ნაწილია ასეთი ფონდების. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ექსპორტის საკრედიტო სააგენტო არის დამოუკიდებელი და ცალკე არის საგარანტიო ფონდები. ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ. არის პოზიტიური, რომ გაიზარდოს მანდატი, რადგან ძალიან ბევრი რამე არის შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მანდატის გაზრდა შეიძლება აღმოჩნდეს უფრო მარტივი გზა, ვიდრე ნულიდან დაწყება”,- აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

რაც შეეხება შეკითხვას, მზად არიან თუ არა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საგარანტიო ფონდის აქციონერები გახდნენ, მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, შეხვედრაზე პოზიტიური კომენტარები მოისმინეს.

"პირველ ეტაპზე მოვისმინეთ პოზიტიური კომენტარები. გავუზიარეთ ხედვები. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩატარდეს კარგი შეფასება და სწორად გავიგოთ რა მიმართულებით უნდა შემოვიდნენ და რა მიმართულებით უნდა მოხდეს მათი ერთობლივად საქმიანობა”,- აცხადებს ქუმსიშვილი.

საგარანტიო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის აღების დროს თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება. დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მათი სურვილია, ფონდში შევიდნენ მთავრობა, კომერციული ბანკები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები