მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახსნილი სახმელეთო საზღვრები - რას ითხოვს ტურისტული სექტორი?

BM.GE
01.06.21 13:01
511
1 ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. ასევე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც ფარავს. სახმელეთო საზღვრების გახსნა რამდენად შეუწყობს ხელს ტურიზმის სწრაფ აღდგენას და როგორი მოლოდინები აქვთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ბიზნესებს.

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, 2021 წლის პირველი 4 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.1%-ია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნება საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვან დარგში, რომელთა შორის მოხვდა სასტუმროები და რესტორნები. როგორია საქართველოს ტურისტულ რეგიონებში დღეისათვის აქტივობა და რამდენად ჩანს 2021 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გამოცოცხლების ნიშნები სრულად ჩავარდნილი 2020-ის შემდეგ?
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები