მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაყიდვები ძირითადად სადღესასწაულო პერიოდებში გვაქვს" - სტუდენტების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ყვავილების ბრენდი "ფლორალისტა"

FLORALISTA

"გაყიდვები ძირითადად სადღესასწაულო პერიოდებში გვაქვს", - ამის შესახებ ხელნაკეთი ყვავილების ბრენდის "ფლორალისტას" თანადამფუძნებელმა თამარ ჯანაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „ფლორალისტას“ მომხმარებლები ამ ეტაპზე უმეტესად ფიზიკური პირები არიან.

"ფლორალისტა" დაახლოებით ხუთი თვის წინ ორმა სტუდენტმა შექმნა. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ბიზნესი საკუთარი რესურსით დაიწყეს, გარე ინვესტიციის გარეშე, თუმცა სამომავლოდ გუნდი მიზნად ისახავს წარმოების გაფართოებას და ბრენდის ცნობადობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

„იდეა გაგვიჩნდა მე და ჩემს მეგობარს. საჩუქრად მიღებული ყვავილები ჭკნება, ამიტომ გადავწყვიტეთ ხელნაკეთი, გამძლე ყვავილების შექმნა, რომლებიც გრძელვადიანად ინახება და ემოციურ მნიშვნელობას ინარჩუნებს. პროდუქციის ღირებულება 10 ლარიდან იწყება და ფასები იცვლება დიზაინის სირთულისა და დეტალების მიხედვით“, - აღნიშნა თამარ ჯანაშვილმა.

კომპანიის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, ბრენდის პროდუქცია მოიცავს მრავალფეროვან ხელნაკეთ ყვავილებს, რომლის დიზაინი მულტფილმების ან პერსონაჟების ინსპირაციით იქმნება. ყველა დეტალი, ფოთლებიდან დაწყებული, მთლიანად ხელით მზადდება სპეციალური მავთულისა და ტექსტურის გამოყენებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები