მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაყიდვები შიდა ბაზარზე საგრძნობლად შემცირებულია" - Waime Spices

Waime Spices

ქართული სანელებლების კომპანიის Waime Spices დამფუძნებელი, გიორგი გოგია ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა შიდა ბაზარზე გაყიდვების საგრძნობი კლება გამოიწვია. ამის შესახებ ის BM.GE-სთან ჰყვება.

მისივე ცნობით, იმის მიუხედავად, რომ კომპანია აზრს ღიად არ გამოხატავს, საერთაშორისო ბაზრებიდან მომხმარებლები და იმპორტიორები წერენ და საქართველოს მხარს უჭერენ.

"იქიდან გამომდინარე, რომ არ ვართ დიდი მასშტაბის კომპანია, ჩვენს აზრს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღიად გამოვხატავთ. ამის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებიდან მომხმარებლები და იმპორტიორები გვწერენ, მხარს გვიჭერენ.

მიმდინარე მოვლენებს თანამშრომლების ემოციური მდგომარეობით დაწყებული, შემცირებული გაყიდვებით დამთავრებული გავლენა ჰქონდა. გაყიდვები შიდა ბაზარზე საგრძნობლად არის შემცირებული. რაც შეეხება ექსპორტს, ამ კუთხით მოვლენებს ეფექტი არ ჰქონია. ზოგადად, მოვლენების სიმწარე ქვეყნის შიგნით უფრო იგრძნობა, ვიდრე ამას გარედან მსოფლიო ხედავს", - განაცხადა გოგიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოდან სანელებლების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში საქართველომ სხვადასხვა ქვეყანაში 8 447 სუნელის გაყიდვით 33,4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის ღირებულება 171.7%-ით, მოცულობა კი 82.4%-ით გაიზარდა.

სანელებლების საექსპორტო ბაზრები / 2024 წლის 10 თვე:

  1. ჩინეთი - $26,6 მლნ (6,573 ტონა);
  2. რუსეთი - $ 4,5 მლნ (911 ტონა);
  3. თურქეთი - $538 ათასი (332 ტონა);
  4. უკრაინა - $532 ათასი (171 ტონა);
  5. ყაზახეთი - $287 ათასი (88 ტონა);
  6. სომხეთი - $147 ათასი (58 ტონა);
  7. უზბეკეთი - $143 ათასი (181 ტონა);
  8. ჰონკონგი - $113 ათასი (22 ტონა);
  9. აშშ - $79 ათასი (5 ტონა);
  10. ტაილანდი - $68 ათასი (22 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები