მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[გაყიდვების] წინა წელთან შედარება კი არა, მთავარია არ ვიზარალოთ" - Spacebox

Spacebox

"[გაყიდვების] წინა წელთან შედარება კი არა, მთავარია არ ვიზარალოთ", - ამის შესახებ BM.GE-სთან შოკოლადის ბოქსების მწარმოებელი ქართულ კომპანია Spacebox-ის დამფუძნებელი, ანუკა კაკაბაძე საუბრობს.

მისი თქმით, Spacebox-ს 1-ლი დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით არც ერთი კორპორაციული შეკვეთა არ ჰქონია. ახლა კი, ბოლო რამდენიმე დღეა კორპორაციული შეკვეთების მსურველები გამოჩნდნენ და საცალო გაყიდვებშიც ზრდა ფიქსირდება.

"1-ლი დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით არცერთი კორპორაციული შეკვეთა არ გვქონია, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კორპორაციული ღონისძიებები ნოემბრიდან იწყებოდა და რა მარაგიც დეკემბრისთვის გვქონდა გათვლილი, ნოემბერში არ გვყოფნიდა და ვამატებდით.

ბოლო ორ დღეში, ნელ-ნელა კორპორაციულ შეკვეთებზეც გვირეკავენ და საცალო გაყიდვებმაც მოიმატა. აქამდე ყველაფერი გაჩერებული გვქონდა, ჩვენი პოზიცია გვქონდა და ახლა ჩვენც ეტაპობრივად გავაქტიურდებით. საახალწლოდ 50 000 ლარის ინვესტიცია უკვე ჩადებული გვაქვს. პროდუქტი მალფუჭებადია და მომავალ წელს ვერ გამოვიყენებთ, შესაბამისად, უნდა გავყიდოთ. მოლოდინი გვქონდა, რომ მინიმუმ 20%-ით მაინც გაგვეზრდებოდა გაყიდვები, მაგრამ ახლა ისე ვართ, რომ წინა წელთან შედარება კი არა, მთავარია არ ვიზარალოთ",- განაცხადა ანუკა კაკაბაძემ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ყველა ბიზნესი ერთ მდგომარეობაშია და თუ ქვეყანამ რაკურსი არ შეიცვალა, მომავალ იანვარ-თებერვალში გაყიდვების გაუარესებაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები