მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაყინული უკრაინული ბოსტნეულის იმპორტით გერმანია ლიდერობს

უკრაინა

2025 წლის პირველ 7 თვეში უკრაინამ $6.1 მილიონი დოლარის ღირებულების 6,200 ტონა გაყინული ბოსტნეული გაიტანა ექსპორტზე. აქედან ყველაზე დიდი ნაწილი, კერძოდ, 30.5% გერმანიამ შეიძინა. სტატისტიკაში მას პოლონეთი 24.1%-ით და იტალია 10.6%-ით მოსდევენ.

ომში მყოფი უკრაინის მიერ გაყინული ბოსტნეულის, მათ შორის, სტაფილოს, ჭარხლის, მწვანილის, სალათის ფურცლებისა და კარტოფილის ექსპორტზე გატანა ცხადყოფს, თუ რამდენად ახერხებს ქვეყანა დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელებას და ბაზრების დივერსიფიცირებას. მართალია, გაყინული ბოსტნეულის ექსპორტ-იმპორტის მხრივ უკრაინას უარყოფითი ბალანსი აქვს, თუმცა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ქვეყანა არსებულ რეალობასთან ადაპტირებას კიდევ უფრო შეძლებს და ეკონომიკურ ბალანსსაც სათავისოდ შემოაბრუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები