მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაზაფხულამდე მიღწევაში გვჭირდება დახმარება" - რას ითხოვენ გამომცემლები?

5fcfad1305032
ანუკა ჯოხაძე
08.12.20 23:00
661
პირველი ლოქდაუნი წიგნის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს 10 მილიონი ლარი დაუჯდათ. როგორც დღეს წიგნის გამომცემლები ამბობენ, აღნიშნული რიცხვი შესაძლოა წლის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს და იმ ნიშნულსაც კი მიაღწიოს, რომელიც სექტორს უმძიმესი დანაკარგებისა და გამოწვევების წინაშე დააყენებს.

როგორც ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, წიგნის მაღაზიების გახსნა და საგადასახადო შეღავათები სექტორს მცირე დროით მაინც მისცემს შვებას. იმ შემთხვევაში კი თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ბაზარს არაერთი მცირე კომპანია დატოვებს.

“ეს არ არის ტურიზმის სექტორი, მაგრამ არანაკლებ დააზარალა პანდემიამ გამომცემლებიც. პრაქტიკულად შეჩერებულია დიდი პროექტები, შეჩერდა საგამომცემლო პროცესები და ასევე შეჩერდა გაყიდვები. აქედან გამომდიანრე ძალიან მძიმე პერიოდია ჩვენთვის. გაზაფხულამდე იქნება უმძიმესი პერიოდი. კიდევ უფრო დიდ ფინანსურ ზარალს ველოდებით. უკვე გაზაფხულიდან კი როცა უკვე იმედი გვაქვს, რომ გამოცოცხლდება ეს მდგომარეობა, ალბათ სიცოცხლის ნიშანწყალი გაჩნდება, მაგრამ იქამდე უნდა მივაღწიოთ. ამ მიღწევაში გვჭირდება სწორედ დახმარება", - ამბობს გამომცემლობა "სეზანის" მმართველი პარტნიორი შორენა შავერდაშვილი.

ცნობისთვის, წიგნის გამომცემლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში წიგნის მაღაზიების გახსნას ითხოვენ. ღია წერილით სექტორმა მთავრობას უკვე მიმართა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები