მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზაფხულზე რომში საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

58883e816ee5c
ნინო კვინტრაძე
25.01.17 09:57
1304
გაზაფხულზე რომში საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. როგორც საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა ფორუმს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. მისი განცხადებით, ბიზნეს-ფორუმს იტალიური მსხვილი სავაჭრო სააგენტოები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„იტალია მეორე მწარმოებელი ქვეყანაა ევროპაში. ჩვენ გვსურს, რომ სრულად მივიღოთ ის უპირატესობა რაც აქვს DCFTA-ს, ამიტომ ორგანიზებას ვუწევთ ბიზნეს ფორუმსამას. ჩვენ გვსურს რომ დამყარდეს კონტაქტი ბიზნესებს შორის. ველოდებით დიდ დელეგაციას ქართული ბიზნესის მხრიდან. იტალიეურ აუდიენციას გავაცნობთ, თუ რას სთავაზობს საქართველო მათ, ამის შემდეგ კი ბიზნესებს პირისპირ შეხვედრების საშუელბა ექნებათ“, - განაცხადა ელჩმა. ფორუმის გამართვა მარტშია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები