მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაზაფხულზე უძრავი ქონების 10-15%-ით გაძვირებას ველოდებით“ – „დომუს დეველოპმენტი“

64070584c99ef
თინათინ ნატმელაძე
10.03.23 10:00
3006
„სამშენებლო მასალების ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, ამიტომ გაზაფხულზე უძრავი ქონების ფასის ზრდასაც ველოდებით“, - ამის შესახებ „დომუს დეველოპმენტის“ მმართველმა პარტნიორმა, გიორგი გიორგაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე ცნობით, ფასის ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას მომხმარებელთა დიდი რაოდენობა და არასაკმარისი მიწოდებაც განაპირობებს.

„ამჟამად სამშენებლო მასალების ფასი 20-30%-ითაა გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მიმართულება დასტაბილურებულია, ენერგორესურსების გაზრდილი მოხმარება და სერვისების რაოდენობის ზრდა უძრავი ქონების ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.

ასევე, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში, რომლებმაც უძრავ ქონებაში ინვესტირება გადაწყვიტეს, ამას ისიც ემატება, რომ საკმაოდ დიდი ნაკადი შემოვიდა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან და საერთო ჯამში, მომხარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ამ დროს კი მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და ამჟამად მაღალ და საშუალო სეგმენტში საფასური 15-20%-ითაა გაზრდილი, გაზაფხულიდან კი კიდევ 15-20%-ით ზრდას ველოდებით", - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

„დომუს დეველოპმენტის“ სამშენებლო პარტნიორი ასევე აცხადებს, რომ თუ ადრე ვაკის რაიონში 1 კვ.მ-ის საფასური 2 000 დოლარი იყო, ახლა 3 000-3 500 დოლარს შორის მერყეობს, საბურთალოს რაიონში კი ფასი 1 500 დოლარიდან იწყება.

კითხვაზე, ვინ არიან კომპანიის ძირითადი მომხარებლები, გიორგი გიორგაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ 20-25% უცხოეთში მცხოვრები ქართველები არიან, ამასთან ერთად გაზრდილია უცხოელი მომხმარებლების რაოდენობაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები