მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazelle Finance-ის ფინანსური მხარდაჭერით „კამექს ეარლაინსის“ავიაპარკი იზრდება

641d4f5011a80
BM.GE
24.03.23 11:17
551
ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ კიდევ ერთი ბოინგი და რიგით მეორე თვითმფრინავი (Boeing 737-800 CF) უკვე თბილისშია და კომერციული ფრენების შესრულებაში უახლოეს მომავალში ჩაერთვება.

„ავიაპარკის გაფართოება კომპანიის თითოეული თანამშრომლის ეფექტიანი მუშაობის, უცხოელპარტნიორებთან საქმიანი კავშირებისა და შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ავიაკომპანიის განვითარებასა და წარმატებით ოპერირებაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ს, საკონსულტაციო კომპანია Savvy Сonsulting-ს და TBC ბანკს. მათი პროფესიონალიზმისა და ჩვენდამი გამოხატული ნდობის შედეგია ის, რომ სტარტაპ პროექტის დონეზე შექმნილი ავიაკომპანია დღეს უკვე ორი ბორტით ოპერირებს და საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ბაზარზე ამბიციური გეგმებით იკიდებს ფეხს“, აცხადებს „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე.

Gazelle Finance-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მიხეილ თამასიძე აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის დამატებითი ბორტის მოზიდვა მნიშვნელოვანი მიღწევაა „კამექს ეარლაინსისთვის“ და მისი გუნდისთვის, რომელმაც შეძლო საჰაერო ხომალდის მომწოდებლების ნდობის მოპოვება და მათთან გარიგების წარმატებით დახურვა. მისი თქმით, ახალი Boeing 737-800 CF შესაძლებლობას მისცემს კომპანიას მნიშვნელოვნად გაზარდოს შეკვეთების რაოდენობა დამატებით მიმართულებებზე, რაც დადებითად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე.

ავიაკომპანიამ პირველი ბორტი, Boeing 737-800 BCF, 2022 წლის ივლისში მიიღო და ყველა სათანადო პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ კომერციული რეისების შესრულება აგვისტოდან დაიწყო.

ავიაკომპანიის პრეზენტაციას, რომელიც 2022 წლის 1 აგვისტოს გაიმართა, ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი,“Gazelle Finance”-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერთი და ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. როგორც საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, იმ დროს, როდესაც მსოფლიო მომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებსა და ქსელებს ეძებს, ინვესტირება ისეთ ქართულ კომპანიებში, როგორიც „კამექს ეარლაინსია“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კელი დეგნანმა მედიასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა „კამექს ეარლაინსში“ ინვესტირების ისტორიასა და კომპანიის განვითარების მასშტაბებზეც. აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს პროექტი ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია.

ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის პარალელურად, „კამექს ეარლაინსმა“ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში შვილობილი კომპანია დააფუძნა და წარმატებით განაგრძობს საქმიანობას. ევროპაში ბაზირებული ავიაკომპანიის სატვირთო საჰაერო ხომალდი Boeing 737-800 BCF კამექსის ჯგუფისთვის მესამე ბორტია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფრენის არეალსა და დამკვეთთა მომსახურების მასშტაბებს.


(რ)




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები