მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის “ჭკვიანი” მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება

ყველა თვითმმართველ ქალაქში 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველი უნდა მოეწყოს. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ვადად 2025 წლის 1-ელი ივლისი განისაზღვრა. ცვლილებები ყველა ახალ აშენებულ შენობას შეეხება. მრიცხველის მოწყობის მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი მსურველმა წინასწარ უნდა გადაიხადოს, დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 დღის ვადაში. რაც შეეხება საფასურს, დაბალი წნევით მიწოდების შემთხვევაში ჭკვიანი მრიცხველის ღირებულება სიმძლავრის გათვალისწინებით განსხვავებულია და 450 ლარიდან 9200 ლარამდე მერყეობს, საშუალო წნევით სიმძლავრის მიწოდების საფასური კი 14 ათასი ლარიდან 25 ათას ლარამდეა. რა აჩვენა ანალოგიურმა მიდგომამ ელექტროენერგეტიკის სექტორში და რას ცვლის სისტემისთვის ჭკვიანი მრიცხველების მოწყობა?

სტუმარი: ნინო გულეიშვილი - ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები