მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის ფასი პურის წარმოებას მძიმედ აწვება - პურ-პროდუქტების ასოციაცია

5ed364bd0f233
დავით ჯალაღონია
31.05.20 12:01
1272
პურის თვითღირებულებაში ბუნებრივი გაზის ხარჯი 20%-ია, რაც საკმაოდ მძიმედ აწვება წარმოებას - ამის შესახებ BM.GE-ს პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, კომერციული გაზის ფასი საქართველოში, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, მაღალია, რაც ქართული პურ-პროდუქტების კონკურენტუნარიანობისთვის საზიანოა.

„პურის ცხობა პირველადი მოხმარების პროდუქტის გამოშვებაა და ეს ენერგომატარებლებთან არის დაკავშირბეული. რაც შეეხება ბუნებრივი აირის მონაწილეობას ამ პროდუქტის თვითღირებულებაში, ეს დაახლოებით 20%-ია.

ზოგი კუსტარული ღუმელით მუშაობს, ზოგი - თანამედროვეთი. თანამედროვე ძალიან ცოტაა, რადგან პურის ქართული მრეწველობა ძირითადად ტირაჟირებულია პატარა თონეებით, საცხობებით, სადაც დანადგარები კუსტარულია და მათი მოხმარების ოდენობა საკმაოდ სოლიდურია და დიდ ტვირთად აწვება პურის მცხობელს მისი ფასი, ამიტომ ფასზე ყოველთვის იყო ხოლმე წუხილი.

მიმაჩნია, საკმაოდ მაღალია ტარიფები და თუ შევადარებთ ჩვენს რეგიონს - სომხეთს, აზერბაიჯანს, იქ ნაკლებია სამეწარმეო ტარიფები ვიდრე, ჩვენთან, რაც საკმაოდ მძიმედ აწვება წარმოებას.

საერთოდ, მთელ მსოფლიოში პირიქით არის, მოსახლეობასთან შედარებით წარმოებას ტარიფი ნაკლები აქვს, რადგან ის ქმნის პროდუქციას და მერე ეს პროდუქცია შედის კონკურენციაში. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა მეწარმეობას ხელი შევუწყოთ და ეს რანაირი ხელშეწყობაა?“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ერთ კუბურ მეტრ გაზს „სოკარ ჯორჯია გაზი“ საქართველოში არასაყოფაცხოვრებო სექტორს 95 თეთრად აწვდის, „თბილისი ენერჯი“ კი - 86 თეთრად, თუმცა დედაქალაქში პურის ქარხნებისთვის ეს ფასი 80.5 თეთრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები