გაზის ქსელში, 2019 წლის ბოლო 9 000, 2022 წლის ბოლოს კი 25 000 ახალი აბონენტი უნდა ჩაერთოს
მთვარობის გეგმით, მომავალი წლის ბოლომდე ბუნებრივი აირის ქსელში 9 ათასი ახალი აბონენტი უნდა ჩაერთოს. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტში, ამ მიზნით 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირის გარეშე არსებულ სოფლებში, ჯამში 300 კილომეტრამდე სიგრძის მილების ქსელის მონტაჟი იგეგმება. პარლამენტში შესული ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმის დოკუმენტით, ანალოგიური მოცულობის თანხების დახარჯვაა გათვალისწინებული მომდევნო წლებშიც, რის შედეგადაც, 2022 წლის ბოლოსთვის ბუნებრივი აირის ქსელში 25 ათასი ახალი აბონენტი უნდა ჩაერთოს.