ლოკალურ მოხმარებას და ტარიფებს რაც შეეხება - ბიზნესს ბოლო 6 წელში გაზის ტარიფი 72%-ით გაეზარდა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით კომერციული მომხმარებლებისთვის 6 წელიწადში გაზის მოხმარების ტარიფი 54 თეთრით არის გაზრდილი. მიმოხილვაშია აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, გაძვირების ძირითად მიზეზად, ეროვნული ვალუტის კურსის დოლართან მიმართებით ცვლილება წარმოადგენდა, გარდა ამისა, გაძვირების მიზეზად სახელდებოდა მოძველებული გამანაწილებელი ქსელების აღდგენაზე გაწეული ხარჯები. რამდენს და რამდენით მეტს იხდის ბიზნესი წინა წლებთან შედარებით ბუნებრივი აირის მოხმარებისას და რა გავლენა აქვს საბოლოო პროდუქტის ფასზე მას .