მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაზის ტრანსპორტირების კომპანია" 1,6 მილიონი ლარის მძიმე ტექნიკას ყიდულობს

5b36050bb4dcb
თამუნა დემეტრაშვილი
29.06.18 14:06
686

საქართველოს ,,გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 1,6 მილიონი ლარის ღირებულების მძიმე ტექნიკას ყიდულობს. ტენდერი კომპანიამ 6 ლოტად, სხვადასხვა სახეობის ტექნიკაზე გამოაცხადა. შესყიდვის ფარგლებში დაგეგმილია, მაღალი გამავლობის მილმზიდის, ბორტიანი მანქანის, თვითმცლელის, ასევე მუხლუხოებიანი და ბორბლებიანი ექსკავატორების შეძენა. სავალდებულო მოთხოვნაა, რომ ყველა ავტომანქანა 2018 წელს იყოს გამოშვებული. წინადადებების მიღება ყველა ლოტზე 6 ივლისს სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები