ეკონომიკის სამინისტრო ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგეტიკის სექტორის შესახებ ერთიან კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ევროასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებით პარლამენტმა წლის ბოლოს უნდა მიიღოს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ცვლილებების მთავარი მიზანი ბაზრის ლიბერალიზაცია და მომხმარებლისთვის თავისუფალი არჩევანის საშუალების მიცემაა.
„ერთ-ერთი მთავარი მიმართლება არის გაზისა და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირება, უნდა მოვახდინოთ ბაზრის ლიბერალიზაცია და მივცეთ მომხმარებელს საშუალება რომ აირჩიონ თავიანთი მომწოდებელი. ეს არის ამ რეფორმის ძირითადი არსი. გაზთან მიმართებაში ეს ხანგრძლივ პერიოდში განხორცილედება, ხოლო ელექტროენერიას რაც შეეხება 2019 წლიდან საბითუმო მომხმარებლებს, რომლებიც არიან დიდი მომხმარებლები, ინდუსტრიული მომხმარებლები, მიეცემათ უფლება შეიძინონ ელექლტროენერგია გენერაციის ობიექტებიდან ან შუამავლებისგან, ე.წ. ტრეიდერებისგან“, - განაცხადა გიორგი ჩქოვანმა.
მისივე განცხადებით, კანონპროექტი არსებობს და ამჟამად მისი განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მიდის. შემდეგო ეტაპზე დაგეგმილია საჯარო განხილვები, რის შემდეგაც კანონის პროექტზე მთავრობა იმსჯელებს, შემდეგ კი პარლამენტს გადაეგზავნება.