მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზმომარაგება ვაკეს სრულად აღუდგა, საბურთალოზე კი 65%-ია ჩართული - თბილისი ენერჯი

გაზი

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე.

"ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი.

საბურთალოზე ამ დროისთვის 65% ჩართულია.

გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა იმავე დღეს დაიწყებოდა და 11 თებერვლის დღის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა აღდგენის პროცესი გახანგრძლივდა და კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება სრულად 12 თებერვალს ვაკეში 15:00, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები