"გაზპრომი" ევროპას გაზს 10%-ით გაუძვირებს, - ამის შესახებ კონცერნის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ მედვედევმა "ინვესტორთა დღეზე" განაცხადა. მედვედევის თქმით, 2017 წელს, ევროპაში ექსპორტირებული გაზის საშუალო ფასი 180-190 აშშ დოლარამდე გაიზრდება 1 კუბურ მეტრზე, 2016 წელს არსებული 167 აშშ დოლარიდან.
ამასთან, აღნიშნა, რომ საკონტრაქტო პორტფელი მოიცავს ფასთა სხვადასხვა სისტემას, ამიტომ 2017 წლის ფასის პროგნოზირება „ძველებურად მარტივი არ არის“.
მედვედევმა აღნიშნა, რომ მიწოდების საშუალო ფასი, დსთ-ს ქვეყნებისა და ბალტიისპირეთისთვის, 2016 წელს 152 აშშ დოლარი იყო. გაზპრომმა გასული წლის ივნისში ფასები ბუნებრივ აირზე 200-დან 170 დოლარამდე დაწია.

























