სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ ლიტვის სარჩელი, რომელიც "გაზპრომის“ მხრიდან 1,4 მილიარდი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა, არ დააკმაყოფილა.
"არბიტრაჟმა რუსული კონცერნის ქმედებებში ვერანაირი ბრალი ვერ დაინახა, ამიტომაც ლიტვა კომპენსაციას არ მიიღებს, რომელსაც იგი 2004-2012 წლებში მიწოდებული ბუნებრივი აირის გაზრდილი ფასების გამო ითხოვს“-აღნიშნა ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა როკას მასიულისმა.
საარბიტრაჟო დასკვნები აცხადებს, რომ ვერცერთი მხარე ვერ ადასტურებს თავის მოთხოვნებს და არც საკმარისი არგუმენტებია წარდგენილი. "ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქმე ძალიან რთულად არის და ვერც ერთმა მხარემ თავისი პოზიციის დაცვა ვერ შეძლო“, - მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, წერს სააგენტო Delfi.
მინისტრის განცხადებით, "ლიტვა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია“, მისივე თქმით, სასამართლოს ხარჯები ორივე მხარემ თანაბრად გაინაწილა და თითოეულმა მილიონი ევრო გადაიხადა.

























