მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაზპრომი" რუსეთის მოქალაქეებისთვის ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის მოლოდინშია

58b7ecc0f1b1b
BM.GE
02.03.17 13:57
1216
"გაზპრომის" თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კრუგლოვმა განაცხადა, რომ ჰოლდინგი უახლოეს წლებში რუსეთში ბუნებრივი აირის რეგულირებადი ფასების ზრდის მოლოდინშია, - აღნიშნულის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.

"ჩვენ ველოდებით, რომ რეგულირებადი ფასების პროცესი საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება განხილული. ჩვენ უახლოეს წლებში ფასების ზრდას ველოდებით, თუმცა ვფიქრობ, რომ იგი უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ინფლაციაა. სავარაუდოდ, ზრდა 3%–3,5%-ის ფარგლებში იქნება“-აღნიშნა კრუგლოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა კვლავ განიხილავს საკითხს, რომელიც "გაზპრომის" მსხვილი მომხმარებლისთვის ფასდაკლებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები