"გაზპრომი“ თავისი შვილობილი Gazprom Marketing and Trading-ის დიდი ბრიტანეთის ბაზრიდან გამოყვანის შესაძლებლობას განიხილავს, რადგან ’’მძიმე“ Brexit-ის შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს, - აღნიშნულის შესახებ წერს Financial Times.
წყაროს თანახმად, ევროკავშირის ბაზარზე შეიძლება ბუნებრივი აირის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესონ, ან მათთან მუშაობა ნაკლებად მომგებიანი გახდეს, კომპანიის შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს. სხვა წყაროს ინფორმაციით: ’’ლონდონიდან ევროკავშირისთვის სავაჭრო ოპერაციების დაწყება მომგებიანი აღარ არის და არც მნიშვნელოვანია".
Gazprom Marketing and Trading-ი 1999 წელს დაარსდა და მისი საშუალებით ხორციელდება ევროპული კონტრაქტების უმრავლესი ნაწილი ბუნებრივი აირის გაყიდვის მიმართულებით.

























