მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაზპრომის" წილი ევროპის ბაზარზე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

58844a52dd16b
BM.GE
22.01.17 10:00
1730
"გაზპრომის" წილი 2016 წელს ევროპულ ბაზარზე რეკორდულ 34%-მდე გაიზარდა. 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 31% იყო,- ამის შესახებ კონცერნის დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა.

’’ჩვენ დსთ-ს ქვეყნებში ბუნებრივი აირის მიწოდების რეკორდულ მოცულობებს მივაღწიეთ“- აღნიშნა მილერმა.

"2016 წელს ზრდამ 12,5% შეადგინა და ’’გაზპრომის“ მიერ სხვა ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებამ 180 მილიარდ კუბურ მეტრზე ცოტა ნაკლებს მიაღწია“- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ზოგადად, გასულ წელს დაახლოებით 420 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იყო წარმოებული. მიწოდება ადგილობრივ ბაზარზე 2,3%-ით, ხოლო მოსახლეობისთვის - 5,7%-ით გაიზარდა.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია", - აცხადებს ალექსეი მილერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები