2015 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოს პირველი ორი კვირის მონაცემებით, “გაზპრომმა“ გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება 11,7%-ით გაზარდა,-აღნიშნა კომპანია “გაზპრომის“ დირექტორმა ალექსეი მილერმა.
ბუნებრივი აირის გადაზიდვის მოცულობამ 2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც ივლისის თვის მიწოდების მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია.
"აგვისტო ტრადიციულად ბუნებრივი აირის მილსადენების სარემონტო სეზონია, მაგრამ ჩვენი პარტნიორები ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვების ზრდას განაგრძობენ",- აცხადებს მილერი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ზაფხულის დასაწყისში რუსული ბუნებრივი აირის ფასები ევროპაში დაახლოებით 20%-ით შემცირდა და 2004 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ფასზე დაფიქსირდა.

























