კომპანია "გაზპრომმა" ლატვიური ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კომპანიის Conexus Baltic Grid ფასიანი ქაღალდების 34,1% შეიძინა. ინფორმაციას თავად "გაზპრომიც" ავრცელებს.
ლატვიურ ოპერატორს Conexus Baltic Grid ბუნებრივი აირის შენახვისა და დისტრიბუციის ფუნქცია გადაეცა. მისი აქციონერები "გაზპრომის" (34%) გარდა, Marguerite Fund (28,97%), Uniper Ruhrgas International GmbH (18,26%) და Itera Latvija (16%) არიან.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ Conexus Baltic Grid ოპერირება მიმდინარე წელს დაიწყო.

























