სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან განხორციელდა 4.5 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.6 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 9.1 მლნ დოლარით გაიზარდა. სტატისტიკის მიღმა, როგორ აფასებს ლურჯი მოცვის წლევანდელ მოსავალს აგრობიზნესი, რა ცვლილებებია გასულ წელთან შედარებით და რა გამოწვევები რჩება ინდუსტრიაში?