მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზსაცავის ასაშენებლად გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი საქართველოს 150 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს

5b7672096ebc7
თელარა გელანტია
17.08.18 10:57
968
საქართველოში გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მლნ ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება.

„ჩვენ ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურას. გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას“, - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ ეს პროექტი მნშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის არამმედ ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გაზის სტაბილურად მიწოდებისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები