მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაზსაცავის აშენების შემდეგ საქართველოს გაზის 1-1.5 თვის მარაგი ექნება"

5b767a137b574
თელარა გელანტია
17.08.18 11:29
747
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოში გაზსაცავის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ ქობულიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გაზსაცავის პროექტის განხორციელების შეფასებისას განაცხადა.

„ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ რისკებისგან დავიცვათ თავი. გაზსაცავის აშენების შემდეგ, ქვეყანას ექნება გაზის 1-1.5 თვის მარაგი. ეს პროექტი კომერციულადაც მომგებიანია, რადგან შევძლებთ, როცა გაზი იაფია მაშინ ვიყიდოთ“, - განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება და დასრულდება გაზსაცავის მშენებლობა, რა მოცულობის გაზის შენახვას შევძლებთ და ასევე, სად აშენდება, მინისტრს დღეს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა.

ცნობისთვის: გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მლნ ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოში გაზსაცავი აშენდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები