მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზსაცავის ოპერირების დაწყების ვადამ 2023 წლამდე გადაიწია

5c1762500f61b
დათო ჯალაღონია
17.12.18 12:44
572
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ინფორმაცით, მიწისქვეშა გაზსაცავის ოპერირება სავარაუდოდ, 2023 წელს დაიწყება.

ამის შესახებ თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც იგი დეპუტატებს დარგში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აბარებს.

„მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, რომელიც ასევე აღებული გვაქვს ვალდებულებად, გეგმაზომიერად ვითარდება. ის ორი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზის ფარგლებში ფიზიბილითის დაზუსტება მიმდინარეობს, რომელსც ფრანგული კომპანია ახორციელებს და ახლა უშუალოდ, ბურღვებზეა გადასული. პარალელურად, KFW-ს სესხის ფარგლებში წარმოებული ტენდერი მიმდინარეობს იმ კონტრაქტორების მოსაძიებლად, რომლებიც განახორციელებენ როგორც დიზაინს, ისე - შესყიდვას და სამშენებლო სამუშაოებს. ტენდერი, ჯერ-ჯერობით, არ დასრულებულა. ის წარმართულია გერმანიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის წესებით. შედეგებზე ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. პროექტი ოთხწლიანია და ვვარაუდობთ, რომ თუ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არ გიჩვენებს რაიმე სხვას, კრიტიკულს, 2023 წელს პროექტი დასრულდება და ობიექტი ოპერირებაში შევა“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია და ბოლო ინფორმაციით, რაც BM.GE-იმ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან მიიღო, მისი დასრულება 2021 წლის ბოლომდე იგეგმებოდა.

ამასთან, კორპორაციაში განმარტავენ, რომ გაზსაცავის მშენებლობისა და ოპერირებისთვის ტენდერის პირველი ნაწილი დასრულდა და მეორე ეტაპზე ოთხი კომპანია გადავიდა.
მათგან უწყება გამარჯვებულს დაახლოებით, სამი თვის ვადაში შეარჩევს.

გაზსაცავის მშენებლობას ერთის მხრივ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 150 მილიონი ევროს მოცულობის, მეორეს მხრივ, კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 100 მილიონი დოლარის სესხით დააფინანსებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები