მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზსაცავის პროექტი იცვლება - „სამგორში ვერც დიდი და ვერც პატარა გაზსაცავი ვერ აშენდება“

საქართველოში გაზსაცავის მშენებლობა, როგორც ჩანს კიდევ რამდენიმე წლით გადავადდა. მთავრობა პროექტის შეცვლის გეგმაზე აცხადებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით სამგორში იმ ადგილას, სადაც გაზსაცავის აშენება იგეგმებოდა არც დიდი და არც მცირე გაზსაცავის აშენება არ შეიძლება. მიზეზი მომატებული სეისმური საფრთხეა. გეგმაშია, რომ შეიცვალოს გაზსაცავის ზომაც და 300 მლნ კუბ.მეტრის სიმძლავრის ნაცვლად 150-180 მლნ კუბ. მეტრის მოცულობის არამიწისქვეშა საცავი აშენდეს. ერთ-ერთ ალტერნატივად შავ ზღვაზე LNG ტერმინალის მშენებლობა განიხილება - რამდენად რეალურია პროექტის ამ სახით განვითარება, რომელიც ტერმინალის გარდა ღრმაწყლოვანი პორტის არსებობასაც მოიცავს. 

სტუმარი: არჩილ მამათელაშვილი - ენერგეტიკოსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები