მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაზზე ფასის ზრდა ნიშნავს, რომ ბიზნესი კიდევ უფრო მეტად დაზარალდება"

5c52c4731d7a0
თათია ჩაფიჩაძე
31.01.19 13:53
1369
პირველი მარტიდან კომერციული გაზის ტარიფს ზრდას ბიზნეს სექტორი უარყოფითად აფასებს. სასტუმროების მენეჯერი შალვა ალევარდაშვილი ამბობს, რომ ეს ბიზნესს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს. 

გაზრდის თუ არა გაზის ფასის მატება საბოლოო პროდუქტის ფასს, ალავერდაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ გაზრდილი კონკურენციის პირობებში სასტუმროების ქსელს ეს გაუჭირდება.

„ვის უხარია გაზის ფასის გაზრდა, ეს ნიშნავს რომ ბიზნესი კიდევ უფრო მეტად დავზარალდებით. ყველაზე ცუდი სეზონი გვაქვს 1999 წლის შემდეგ და კიდევ გაზი რომ გამიძვირდება, კიდევ უფრო მეტად დავზარალდებით.

ფასზე მოახდენს თუ არა გავლენას არ ვიცი, ვნახოთ. შევეცდებით, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ. კონკურენცია ისეა გაზრდილი, ფასების ზრდა დადებითად არ აისახება ჩვენზე“, - უთხრა bm.ge-ს ალავერდაშვილმა.

2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 95 თეთრი იქნება, რაც ტარიფის 10%-იან ზრდას წარმოადგენს.

კომპანიის განცხადებით, ფასის კორექტირება ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით არის გამოწვეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები