მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზზე გაზრდილი ტარიფი “დეგუსტოს” ბუნებრივი აირის გადასახადს წლიურად 10 000 ლარით გაუძვირებს

629779fb36c98
ლიკა გურაბანიძე
02.06.22 00:30
859
“დეგუსტოში” ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 60 000 ლარია. კომპანიის დამფუძნებლის სანდრო ნორაკიძის თქმით, გაზზე გაზრდილი ტარიფი ბიზნესს ბუნებრივი აირის გადასახადს წლიურად 10 000 ლარით გაუძვირებს, რაც მისი ვარაუდით სამომავლოდ კომპანიის მოგებას შეამცირებს.

“გაძვირებული ტარიფის გამო, "დეგუსტოში" ამ ეტაპზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან მომხმარებლების მსყიდველუნარიანობა შემცირებულია და ეს ნაბიჯი ბიზნესს დამატებით დააზარალებს. ყოველთვის გვიჭირს ცვლილება პროდუქციის ღირებულებაზე ავსახოთ, რადგან მიღებული შედეგები ბიზნესის სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოგების მარჟის შემცირება მოგვიწევს, სხვა გზა არ იქნება. სხვას ვერაფერს ვერ ვიზამთ ამ ეტაპზე. ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა მოვახდინოთ, რომ გაზრდილი ტარიფი დავაბალანსოთ. ” - აღნიშნა სანდრო ნორაკიძემ.

ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზი 1 ივლისიდან გაძვირდება. თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის კუბური მეტრი გაზის მოხმარების ტარიფი 25 თეთრი ძვირდება და 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები