მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GCAA-ს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე “საქაერონავიგაციის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა

6344621c61dd7
BM.GE
10.10.22 22:20
634
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი (GCAA) ლევან კარანაძე “საქაერონავიგაციაში” ინაცვლებს.

როგორც ცნობილი გახდა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა (GCAA) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა, საიდანაც სამომავლოდ მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელად ლევან კარანაძე 2018 წლის დეკემბრიდან დაინიშნა. 2018 წლის დეკემბრამდე კი მას სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. 2013 წლიდან იყო დირექტორის მოადგილე იყო. 2016-18 წლებში იყო EUROCONTROL-ის მეკავშირე ოფიცერი საქართველოდან. 2011-2013 წლებში კარანაძე სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. პარალელურად იყო საავიაციო ინგლისური ენის დონის გამომცდელი თბილისის საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრში (TIATC).

სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, ლევან კარანაძე მუშაობდა ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2008-2011 წლებში, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ შპს “საქაერონავიგაციაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები