საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას.
პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ბიზნეს-საჭიროებების დიაგნოსტიკა, რის საფუძველზეც წამყვანი ექსპერტების მიერ შემუშავდება მათ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური ტრენინგ პროგრამა. ტრენინგების პარალელურად მონაწილეები ისარგებლებენ დარგის წამყვანი ექსპერტების მაღალკვალიფიციური ინდივიდუალური კონსულტაციებით.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელსაც სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს. სიახლეებია მეწარმე ქალებისთვისაც. კერძოდ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს “კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ხორციელდება. პროექტის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
სტუმარი: გიორგი ვეკუა - სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი;