მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GD Alco - “ბოლო დღეების შეზღუდვების მოხსნამ გვაჩვენა, რომ ზრდის პოტენციალი დიდია”

60d584a0aeb0b
ლიკა გურაბანიძე
26.06.21 16:20
1082

“ბოლო დღეების შეზღუდვების მოხსნამ უკვე გვაჩვენა, რომ რიცხობრივი მაჩვენებლების ზრდის პოტენციალი დიდია. თუ ასე გაგრძელდა და შეზღუდვები არ იქნება წლის ბოლოს საკმაოდ კარგ ნიშნულზე გავალთ", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საუბრისას GD Alco-ს გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა ბექა კიკნაძემ განაცხადა.

GD Alco, რომელიც 15 წელია ქვეყანაში უმსხვილესი პრემიალური ალკოჰოლის იმპორტიორია და ისეთი ცნობილი ვისკის ბრენდები შემოაქვს, როგორიცაა ჯეკ დენიელსი, ჯეიმსონი, მარტინი, ჯონი ვოუქერი, ბეილისი და იაგერ მეისტერი.

GD Alco-სთვის 2020 წელი გამოწვევებით სავსე იყო, შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 40%-ით შეუმცირდათ. ლარის კურსის არასტაბილურობამ ფასების ზრდა გამოიწვია, რაც კომპანიაში უდიდეს დარტყმად მიაჩნიათ. პრობლემა იყო ლოგისტიკური ჯაჭვებიც და დაგვიანებით მიღებული პროდუქცია.

როგორც GD Alco-ს გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი აღნიშნავს, ალკოჰოლის სეგმენტი ბოლო წლების განმავლობაში დინამიკურად ვითარდებოდა, თუმცა 2020-მა წელმა ყველაფერი შეცვალა.

“2019 წელი სიახლეებით სავსე იყო, ჰორეკა სექტორის განვითარების შედეგად კარგ ნიშნულებზე გავედით, ასევე კარგი იყო 2020 წლის პირველი ორი თვე, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. პრემიალურმა სეგმენტმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო, სუპერ პრემიალური კი არ შემცირებულა. ჰორეკა სექტორის და ტურიზმის არარსებობამ ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა.” - განმარტა GD Alco გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა.

ბექა კიკნაძემ ფასების სამომავლო შესაძლო კორექტირებაზეც ისაუბრა.

“ჩვენ პროდუქციას, როგორც დოლარში, ასევე ევროში ვყიდულობთ, რაც საფასო პოლიტიკას განაპირობებს. კურსის გრძელვადიან განვითარებას ვუყურებთ და ვცდილობთ, რომ წლის განმავლობაში ფასები რაც შეიძლება ნაკლებად შევცვალოთ. თუმცა 2020 წელს ამის გაკეთება ორჯერ დაგვჭირდა. წელს ჯერ არ დაგვიკორექტირებია, თუმცა არის მოლოდინი, რომ ზრდა ერთხელ მაინც მოგვიწევს", - აღნიშნა კიკნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები