მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გდანსკი - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

5ca335f8cc9c1
BM.GE
02.04.19 14:12
2336
დღეს, 22:50 საათზე გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდება. პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე დახვდება და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია "ვიზეარი" კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები