მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GDBA მზაობას გამოხატავს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს პირებს, რომლებიც აქციების შედეგად დაზარალდნენ

დისტრიბუტორთა ასოციაცია

,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ მზაობას გამოხატავს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისთვის და მედიკამენტების შესაძენად იმ პირებს, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაზიანდნენ. ინფორმაციას ასოციაცია საკუთარი სოციალური ქსელის დახმარებით ავრცელებს.

"ა(ა)იპ ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ , მის წევრ კომპანიათა ნაწილის მხარდაჭერით, გამოხატავს მზაობას, გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისთვის და მედიკამენტების შესაძენად იმ პირებს, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ასოციაციას ელ-ფოსტაზე INFO@GDBA.GE", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები