მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GDG: ლარში ფასდადების გამო კლიენტს ბინებზე დარეზერვებულ, მაღალ ფასს ვთავაზობთ

595b581c300cf
სალომე მეცხვარიშვილი
05.07.17 10:15
1533
ლარში ფასდადების გამო კლიენტს ბინებზე დარეზერვებულ, მაღალ ფასს ვთავაზობთ, - ამის შესახებ "საქმის კურსს" დეველოპერული კომპანია GDG-ის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ლარში ფასდადების გამო კომპანიას უწევს, უფრო მაღალი ფასი შესთავაზოს კლიენტს, რომ ლარის მერყეობის შემთხვევაში თავი გადაიზღვიოს.

"მომხმარებელი რომ მოდის, უკვე შედარებით გაზრდილ ფასებს ვეუბნებით, რადგან 2 კვირის შემდეგ შეიძლება კიდევ მოვიდეს და კიდევ გკითხოს ფასები. თუ აწეულს ეტყვი, მაშინ ეცდება, სხვაგან დაიწყოს ძებნა. ამიტომ ახლა ისეთ ფასებს ვეუბნებით, რომელიც შეიძლება 1 თვის განმავლობაში შევინარჩუნოთ. 5%-10%-ის ფარგლებში ვაზღვევთ ფასებს, რომლითაც ვაპირებთ თვის განმავლობაში ვიმუშაოთ",- აცხადებს წაქაძე.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან მომსახურების გაწევის ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულოა. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ფორმის რეკლამას, ისევე — კომპანიისთვის გაგზავნილ შეთავაზებას და მსგავს საკომუნიკაციო აქტივობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები