გასულ თვეში, თბილისმა სანიტარული სისტემების გლობალური ლიდერის, Geberit-ის მასშტაბურ ორდღიან ღონისძიებას უმასპინძლა. კომპანიამ, რომლის გლობალური ფილოსოფიაა „Mastering Water“, ანუ წყლის მართვის ხელოვნება, ქართველი არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისა და სანტექნიკის პროფესიონალებისთვის ტექნოლოგიური სიახლეები და მდგრადი გადაწყვეტილებები წარადგინა. გასული წლის თებერვლიდან ბრენდმა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა დააფუძნა, რამაც ადგილობრივ დეველოპერულ და სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. როგორ ვითარდება შვეიცარიული ბრენდი ქართულ ბაზარზე, რა უნიკალურ გამოცდილებას უზიარებენ ისინი ადგილობრივ სპეციალისტებს და როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები საქართველოში?
სტუმარი: გიორგი კიკნაველიძე - Geberit-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი


































