მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gebrüder Weiss-ს 2020 წელს საქართველოში 34 მილიონის შემოსავალი ჰქონდა

61811d35dc37e
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.21 16:41
889
ავსტრიული ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს. კომპანიას გლობალურად 1.8 მილიარდი ევროს ბრუნვა აქვს და ის საქართველოში ლოგისტიკური ცენტრით არის წამოდგენილი.

კომპანიამ 2020 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მან გასულ წელს 34.4 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც 2019 წელთან შედარებით 2.1 მილიონით მეტი იყო. ამასთან, ფირმას გასულ წელს 2.6 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. 2019 წელს კი მისი ზარალი 0.3 მილიონი ლარი იყო.

Gebrüder Weiss-მა საქართველოში 2013 წელს 10 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა, 2018 წელს კი დამატებით 2.5 მილიონი ევრო ჩადო. მთლიანობაში კომპანიის ლოგისტიკური ცენტრი თბილისში 90,000 კვადრატულ მეტრს ფარავს. 2020 წელს კი კომპანიამ საკუთარი ცენტრის მიმართულებით სარკინიგზო ხაზიც ააშენა.

2020 წელს კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურება - 29.6 მილიონი ლარი;
ადგილობრივი სატრანსპორტო მომსახურება - 2.5 მილიონი ლარი;
ლოჯისტიკური მომსახურება - 2.3 მილიონი ლარი.

კომპანიის მთლიანი აქტივები 29.4 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები