მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გეფერინის" ყველა პროდუქტი Amazon-ზე გაიყიდება

5c46cfd081654
მაია ბიწაძე
22.01.19 12:10
1096
"გეფერინი“ Amazon-ზე პროდუქციის ასორტიმენტს ზრდის.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, აქამდე Amazon-ზე მხოლოდ ,,გეფერინის“ ხუთი სახეობის ხელნაკეთი ჩანთა იყიდებოდა; თებერვლიდან კი, ამ პლატფორმის მეშვეობით კომპანიის ყველა სახეობის პროდუქტი გაიყიდება.

Amazon-ზე მხოლოდ 5-6 სახეობის ჩანთა გვქონდა წარმოდგენილი. უკვე გაგვიფორმეს შეკვეთა და თებერვლიდან განთავსდება როგორც ჩანთების ფართო ასორტიმენტი, ასევე -საფულეები, აქსესუარები, ფეხსაცმელი ანუ სრული ასორტიმენტით წარვდგებით.

მათ დაინახეს, რომ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იყო, კარგად იყიდებოდა და მოგვთხოვეს სხვა პროდუქტებიც მიგვეწოდებინა. ჩვენ გავუგზავნეთ ნიმუშები, ნახეს, მოეწონათ და ამის შემდეგ მოგვცეს შეკვეთა“, - განაცხადა ილია გეფერიძემ.

კომპანია ,,გეფერინი“ 2014 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე მის განვითარებაში 1,5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც - ადგილობრივ ბაზარზე, ასევე რამდენიმე ქვეყანაში - ამერიკაში, ჰონგ- კონგში, შვეიცარიაში, შვედეთში, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში იყიდება. სამომავლოდ, კომპანია ქალის ტანსაცმლის წარმოებასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები