მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გეფერინის" პროდუქციაზე ფასები, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა

6267f78f457d6
მარიამ ადამია
26.04.22 23:31
728
ქართული კომპანია “გეფერინის” პროდუქციაზე ფასები, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” მისმა დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღირებულების მატება, პირველ ეტაპზე, მომხმარებლის რაოდენობაზე ნეგატიურად აისახა, თუმცა ეტაპობრივად მომხმარებელი შეეგუა და მდგომარეობა დასტაბილურდა.

“ყველაფრის ფასი გაიზარდა და ჩვენც აღარ გვქონდა შესაძლებლობა, რომ იგივე ღირებულება შეგვენარჩუნებინა. ფასების ზრდა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ჩინეთიდან ნედლეულის იმპორტი საკმაოდ გაგვირთულდა, შესაბამისად, გაგვიძვირდა ხარჯი, ასევე ჩვენს თანამშრომლებს გაეზარდათ სამომხმარებლო ხარჯები და მოგვიწია ხელფასების ზრდა; ეს ყველაფერი კი, საბოლოო პროდუქციის ღირებულებაზე აისახა", - ამბობს ილია გეფერიძე.

ინფორმაციისთვის: 15 მაისიდან “გეფერინის” პროდუქცია ჩინეთის უმსხვილეს პლატფორმებზე “Taobao”-სა და “Tmall”-ზე გამოჩნდება. კომპანიის საწყობი კი, ჰონკონგში განთავსდება, საიდანაც პროდუქტის მიწოდება მოხდება, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია გაყიდვები მსოფლიოს 15 ქვეყანაში გაფართოებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები