მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგი ქელბაქიანი: დედაენის ბაღზე მუშაობა საინტერესო, შემოქმედებითი პროცესი იყო

629f0ae55a2d4
ნინი ლონგურაშვილი
07.06.22 12:25
896
დედაენის ბაღის ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად, მისი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვას, კომპლექსურ, საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროცესად აფასებს პროექტის შემსრულებელი კომპანია „რეფორმას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

გეგი ქელბაქიანი აღნიშნავს, რომ დედაენის ბაღის რეაბილიტაციის პროცესი იყო ძალიან კრეატიული, შემოქმედებითი და ითხოვდა ძალიან დიდ ემოციურ ჩართულობას.

"კომპანია “რეფორმას” ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება არის ის, რომ უბრალოდ კი არ ვასრულებთ კონტრაქტებს, რომელსაც გვიფორმებენ, არამედ ჩვენი თითოეული პროექტი ორიენტირებულია იმაზე, საბოლოო შედეგით ცხოვრება გაუუმჯობესდეს ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებს. შესაბამისად, ყველა პროექტს ზუსტად ასე ვუდგებით და უამრავი ცვლილება შედის ამა თუ იმ პროექტში, რომ მივიღოთ ის სასურველი შედეგი, რაც გვინდა.

კარგი თანამშრომლობა შედგა ჩვენსა და დამკვეთს შორის. დამკვეთში “თბილისის განვითარების ფონდს” და “თბილისის მერიას” ვგულისხმობ. პრაქტიკულად, ჩვენ ყველანი ერთად, დაინტერესებული ვიყავით, შექმნილიყო განსხვავებული სივრცე და ცხოვრების ახალი სტილი შემოგვეტანა ქალაქში. სწორედ ამან განაპირობა, რომ მივიღეთ დღეს ასეთი შედეგი. ვისაც არ უნდა ჰკითხო, გიპასუხებენ, რომ დედაენის ბაღი განსხვავებულია, სწორედ ეს განსხვავებულობა მოიტანა იმან, რომ დაწყების დღიდან, მუდმივად რაღაცას ვცვლიდით, ვაუმჯობესებდით. ჯამში, ძალიან საინტერესო პროცესი იყო, იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ ავაშენე, ეს იყო პროცესი ძალიან კრეატიული, შემოქმედებითი და ითხოვდა დიდ ემოციურ ჩართულობას", - ამბობს გეგი ქელბაქიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები