მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული" - როდის მიიღებს ანაკლიის პორტი პირველ გემს?

ირაკლი კობახიძე

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების პირველი ფაზა 2 წელში დასრულდება. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, როდის მიიღებს ანაკლია პირველ გემს.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ახლა, მთელი ყურადღება სამუშაოების გათვლილ დროში დასრულებაზეა კონცენტრირებული. თუმცა არ უპასუხა მთავარ შეკითხვას - როდის დაიწყებს პორტი ფუნქციონირებას.

"გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება ტენდერთან დაკავშირებული პროცედურები. ივნისში დაიწყება უკვე სამუშაოები. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში დასრულდეს. ამაზეა კონცენტრირებული ჩვენი მთლიანი მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი 18 მარტს გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები