მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმიურ სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასები გაიზრდება – ქეთევან გოგილაშვილი

5eb6563005ec0
თამთა ჯიჯავაძე
09.05.20 11:13
1199
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი ფიქრობს, რომ გეგმიურ სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასები, სავარაუდოდ, მოიმატებს. მისივე თქმით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გაძვირებულია, რამაც შესაძლოა, გააძვიროს სტომატოლოგიური მომსახურებაც. აღნიშნულის შესახებ ქეთევან გოგილაშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

„უნიფიცირებული პრეისკურანტი არ გვაქვს სტომატოლოგიაში. კლინიკების დიფერენცირება ხდება სხვადასხვა მომსახურების მიწოდების მიხედვით, ფასების მიხედვით, მაგრამ მცირედით ალბათ მაინც გაძვირდება. მე მაღალ ფასებზე არ ვსაუბრობ მანამ, სანამ არ გვეცოდინება მასალების ფასები. ის, რისი მარაგიც საქართველოში არსებობს, იგივე თანხით მიეწოდება სტომატოლოგიურ კლინიკებს. ხოლო რაც შეეხება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომელიც დღეს ყველაზე აუცილებელია, მათი ფასი არის გაცილებით მომატებული, ამიტომ თუ არ დასტაბილურდა ეს ფასები, რა თქმა უნდა, თანხა მოიმატებს. მაგრამ არ უნდა მოიმატოს ძალიან, ეს რა თქმა, უნდა ყველა კლინიკის და კლინიკის მენეჯერის პერსონალური გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა გოგილაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულია ყველა მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სტომატოლოგიურმა კლინიკამ, რათა 22 მაისიდან გეგმიური მომსახურების დაწყება შეძლოს. რაც შეეხება მოთხოვნებს, გოგილაშვილის თქმით, შემდეგია:

„მოთხოვნები გაწერილია, პაციენტის შესვლის მომენტიდან რა უნდა დააკმაყოფილოს კლინიკამ კოვიდ-19-ის ინფიცირების რისკის პრევენციისთვის.. არის თუ არა მაგალითად დისტანციური თერმომეტრი, თქვენ იცით რომ ტემპერატურის გაზომვა არის აუცილებელი პაციენტისთვის, კითხვარის შევსება არის აუცილებელი, ბახილები, სოციალური დისტანცირების დაცვა. ანუ აკმაყოფილებს თუ არა კლინიკა ამას, პაციენტების მოსაცდელი სივრცე თუ არ აკმაყოფილებს ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა პაციენტი იმ მოსაცდელ სივრცეში არ უნდა უყოს და უნდა მოიცადოს ან გარეთ ან საკუთარ ტრანსპორტში და ასე შემდეგ. აუცილებელი არის განთავსებული იყოს ის თვალსაჩინოებები პაციენტებისთვის, რომელიც გაუადვილებს პაციენტს მისი ქცევის წესების განხორციელებას სტომატოლოგიურ კლინიკაში.

გარდა ამისა, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორი ან მეტი სველი წერტილი, ცალკე ექიმებისთვის და აუცილებლად ცალკე პაციენტებისთვის. სადეზინფექციო ალკოჰოლის შემცველი საშუალებები, როგორც ექიმებისთვის ასევე პაციენტებისთვის. როგორ ხორციელდება დეზინფექციის და სტერილიზაცია, ინფიცირებული ნარჩენების მართვა, რომელიც აუცილებელია და რაც მთავარია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი რამდენად არსებობს სტომატოლოგიურ კლინიკაში“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები