მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გეითსის $1,7 მილიარდიანი ინვესტიცია განათლებაში

59f1e081da186
BM.GE
26.10.17 17:37
1618
მარკ ცუკერბერგის მსგავსი მარცხის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუარკის სახელმწიფო სკოლებს 100 მილიონი აშშ დოლარი გადასცა, ბილ გეითსმა გადაწყვიტა განათლების სისტემის რეფორმა სასკოლო საზოგადოებებთან ურთიერთთანამშრომლობით დაიწყოს, - წერს Business Insider.

Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის განცხადებით, მისი ფონდი აშშ-ის საჯარო სკოლებისთვის $1.7 მილიარდს გამოყოფს. ამ თანხით განათლების სისტემის განვითარების სტარტეგია უნდა შეიმუშაონ. ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა განათლების ეროვნული სტანდარტის დანერგვასა და განვითარებაში უკვე $3.4 მილიარდი დახარჯა. თანხები ჩარტერული სკოლების შექმნასა და მასწავლებლების გადამზადების პროგრამაზე განაწილდა.

მარკ ცუკერბერგის მიერ 2010 წელს სკოლებისთვის განხორციელებული $100 მილიონიანი ინვესტიცია წარუმატებელი აღმოჩნდა. Facebook-ის დამფუძნებელმა ფული ჩადო იმ სკოლების გაუმჯობესებაში, რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარებოაში იყვნენ. ცუკერბერგი იმედოვნებდა, რომ ეს სკოლები გავლენას მოახდენდნენ განათლების სისტემაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ, რეორგანიზაციის გეგმა ძალიან ზედაპირული და წარუმატებელი აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები